•  

     

     

     

     

     

     

     

    მიხეილ ციციშვილი

    პროფესიონალი ჰობისტი მუსიკოსი. ფინგერპიკერი.

    პროდიუსერი. ტექნიკოსი. მსოფლიო მოქალაქე.

  • პროფესიონალი ჰობისტი მუსიკოსი. ფინგერპიკერი. ტექნიკოსი. დიზაინერი.

     

    ფოლადისსიმიანი აკუსტიკური გიტარა & უკულელე

     

    გიტარით ბავშვობიდან გატაცებული, ყოველთვის მუსიკის დიდი მოყვარული ვიყავი. მუსიკალურ სკოლაში თეორიისა და კლასიკური გიტარის საშემსრულებლო ოსტატობის შესწავლის პარალელურად ვუკრავდი სხვადასხვა ჯგუფებში როგორც ლიდ-გიტარისტი და გატაცებული ვიყავი საკუთარი მუსიკით. დაკვრას შემდგომშიც განვაგრძობდი, თუმცა მხატვრული მენეჯმენტ-ასოციაციის შექმნამ მთლინად პროექტების მართვით გამიტაცა ვიდრე არ გავიცანი დიდებული ტომი ემანუელი, ჩემი ერთერთი ყველაზე ძლიერი და ღრმა მუსიკალური შთაბეჭდილება, რასაც ნამდვილად აღარც კი მოველოდი, რომ ოდესმე კიდევ მექნებოდა სიცოცხლეში ბახის, შოპენის ან ბითლზის მუსიკის შემდეგ.

     

    ტომის ჟღერადობა და შესრულების სტილი აკუსტიკური გიტარის ხელახალი აღმოჩენა იყო და, ასევე, ფინგერსტაილ ტექნიკა - მეთოდი დაუკრა ერთ ინსტრუმენტზე ისე, რომ ჟღერდეს მთელი ბენდი გიტარების, ბასის, დრამისა და სხვათა ჩათვლით. ორი ახალი ვებ-გვერდის აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარა და უკულელე შექმნით დიდი მოცულობის და მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო შინაარსის მქონე ინფორმაცია და გამოცდილება იქნა თარგმნილი და გაზიარებული ქართულ ენაზე; ორივე საიტი, აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარა და უკულელე, თემატიკის ერთადერთი ხელმისაწვდომი ვებ-რესურსებია ქართულენოვან სივრცეში დღემდე. ვებ-გვერდები შეიცავს ყველა ძირითად მონაცემს ისტორიის, არტისტების, ინსტრუმენტების, საშემსრულებლო ტექნიკის შესახებ, ასევე, რეკომენდაციებს, ოქროს წესებს, ბმულებს უმთავრეს მანუფაქტურებზე, ონლაინ მაღაზიებსა და გაერთიანებებზე, ფინგერსტაილ TV და უკულელე TV არხებზე "იუ-თუბ"-ზე. გარდა ამისა, ვებ-გვერდები რეგულარულად აქვეყნებს მიმდინარე საერთაშორისო გათამაშებებს, ხოლო მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ხელნაკეთ ნაწილებსა და აქსესუარებს და მრავაალ სხვადასხვა სერვისს დაკავშირებულს ინსტრუმენტის გამართვა-რეგულირებასთანთან, შეკეთებასთან, მოდიფიკაციასთან, რაც უმთავრესად დიდი, ხშირად კი, აბსოლუტური დეფიციტია ადგილობრივად.

     

    ცოცხალი მუსიკის პროგრამა აერთიანებს ფინგერსტაილ გიტარის საუკეთესო ნიმუშებს. The Beatles-ის, ABBA-ს, Extreme-ის, ჯორჯ გერშვინის, ჯონ ნიუტონის, კლოდ ბოლინგის, არი ბაროზუს, ტომ ჟობიმის, ჟორჟ ბენის, სტივი ვანდერის, ნორმან უიტფილდის, მაიკლ ჯექსონის პოპულარული მელოდიები დიდებული მერლ ტრევისის, ჩეტ ატკინსის, ჯერი რიდის, ტომი ემანუელის, ლორენს ჟუბერის, ენდი მაკკიის, მაიკლ ჩეპდელეინის, ერლ კლუგის, ადამ რაფერტის. სოლო-ფინგერსტაილ არანჟირებებში.

  • აკუსტიკური სოლო-ფინგერსტაილ გიტარის

     

    პროგრამის დაჯავშნა შეუძლიათ კლუბებს,

     

    ფესტივალებს,

     

    სკოლებს,

     

    სპეციალურ ღონისძიებებს

  • ზოგიერთი პროექტი

    ახალი ტექნიკისა და მუსიკალური მიმართულების შესწავლის გარდა, ინსტრუმენტისთვის დამახასიათებელ თავისებურებებთან, ელექტრონიკასა და აქსესუარებთან შეხებისას და, ასევე, ზოგიერთი ზემოთხსენებული მიზეზის გამო, იძულებული ვიყავი სხვა ახალი გამოცდილებები შემესწავლა; შედეგად, შევიძინე ტექნიკოსის, ლუთიერისა და აქსესუარების დიზაინერის უნარ-ჩვევები და ოსტატობა.

    ხელნაკეთი ნაწილები

    ბუნებრივი ძვლის ნატი და ჯორაკი

     

    ჯორაკი და ნატი, ეს თითქოსდა პატარა დეტალი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ’ნამდვილი’ ბგერის ჩამოყალიბებაში; ითვლება, რომ ჯორაკის და ნატის მონაწილეობის თანაფარდობა ბგერათწარმოქმნაში წილობრივად არის დაახლოებით 80-20, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯორაკს, ნატი გავლენას ახდენს ძირითადად აშვებული სიმების ჟღერადობაზე...

     

    ხელნაკეთი აქსესუარები

    ხელოვნური ძვლის მედიატორები

     

    პიკის, ანუ, იგივე მედიატორის სწორად შერჩევის აუცილებლობა და კრიტერიუმები ალბათ მთლიანად პირად გამოცდილებასთან არის დაკავშირებული, ისე, როგორც მრავალი სხვა რამ მუსიკის მოყვარულისათვის. ეს, ერთი შეხედვით პატარა და, თითქოს, არცთუ ისე მნიშვნელოვანი საგანი რეალობაში ისეთსავე ყურადღებას და სწორ შერჩევას საჭიროებს, როგორსაც ინსტრუმენტი, აღჭურვილობა და სხვა...

     

    ხელნაკეთი აპარატურა

    ელ-მაგნიტური პიკაპი

     

    ვფიქრობ, ეს პროექტი დააინტერესებს აკუსტიკური ფოლადისსიმიანი გიტარის მოყვარულებს.
    პიკაპ-სისტემა მთლიანად ხელნაკეთია, მისი კონსტრუირება და ტესტირება დაახლოებით 1 თვე გრძელდებოდა. კორპუსისთვის გამოყენებულია პლასტმასის ხელმისაწვდომი სხვადასხვა დეტალები, რომელიც ხელმისაწვდომია და ადვილად მუშავდება...

     

    ხელნაკეთი აპარატურა

    კომბო Mr. Acoustic

     

    Mr. Acoustic ძვირადღირებული აკუსტიკური კომბოების შესანიშნავი ალტერნატივა გამოვიდა; საკუთარი მახასიათებლებით და ჟღერადობის ხარისხით ის ერთნაირად ადვილად გაუწევს კონკურენციას როგორც დაბალბიუჯეტიანი $400-600 მოდელების რიგს, ასევე ძვირადღირებულ მოდელებს კატეგორიიდან $1000+...

     

  • ჰეროდეს ატიკუსის ოდეონი, ოდეუმი

     

    ოდეუმი (ლათ: “საკონცერტო დარბაზი” ბერძნულიდან ōideion, “მუსიკის სკოლა”) ანტიკურ საბერძნეთსა და რომში იყო შედარებით მცირე თეატრი, სადაც მუსიკოსები და ორატორები გამოდიოდნენ და პაექრობდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ მსგავსი თეატრების წარმოშობა გამოწვეული იყო ძველბერძნული მუსიკალური ინსტრუმენტების ცუდი ან დაბალი სმენადობის გამო უზარმაზარ ღია ამფითეატრებში, სადაც ასეთი დრამატული წარმოდგენები იმართებოდა.

     

    ძველი ბერძენი ბიოგრაფის, პლუტარქეს თანახმად (I-II საუკუნე ჩვ. წ-ით), პირველი ოდეუმი ათენში აუშენებია სახელმწიფო მოღვაწე პერიკლეს დაახლოებით 435 წელს ჩვ. წ-მდე. დიონისეს თეატრის მიმდებარე, ის გამოიყენებოდა სასწავლო დანიშნულებით რეპეტიციებისთვის. გვიანდელი ოდეუმებისგან მას გამოარჩევდა კვადრატული ფორმები და მახვილი სახურავი. რომაელი არქიტექტურის ისტორიკოსის, ვიტრუვიუსის თანახმად (I საუკუნე ჩვ. წ-მდე), ეს თეატრი დამწვარა მითრიდატეს ომების პერიოდში ჩვ. წ-მდე I საუკუნეში.

     

    161 წელს ჩვ. წ-ით, ბერძენი სწავლული და ფილანტროპი ჰეროდეს ატიკუსი თავისი მეუღლის, რეგილას ხსოვნის საპატივცემოდ აშენებს ახალ ოდეუმს აკროპოლისის ქვემოთ. გეგმის მიხედვით მისი ნახევარწრიული ფორმა ჰგავდა დიონისეს თეატრს, რომელთანაც ის თაღით იყო დაკავშირებული. თეატრის სავარძლების 33 რიგით ის დაახლოებით 6,000-მდე მყურებელს იტევდა; ვარაუდობენ, რომ სცენის არეას ჰქონდა სახურავი. მნიშვნელოვნად აღდგენილი და განახლებული ის დღესაც დიდი დატვირთვით მუშაობს. შემდეგი ოდეუმი კორინთოში კვლავ ჰეროდეს ატიკუსის მიერ აშენდა. ოდეუმები რომის იმპერიის უმეტეს ქალაქებში იყო აშენებული როგორც ყრილობებისა და შეკრებებისთვის, ასევე წარმოდგენებისა და კონკურსებისთვის.

     

    ანტიკურ ხანაში, ოდეუმები მუსიკალური პაექრობებისთვის შენდებოდა, ხოლო ქვის ეს უძველესი თეატრი მისი თანამედროვე განახლების დღიდან უკვე 60 წლის განმავლობაში კვლავ მსოფლიო საუკეთესო მუსიკალურ წარმოდგენებს მასპინძლობს, რომელთა შორის საკმარისი იქნება დავასახელოთ ნანა მუსკური, ლუჩანო პავაროტი, ფრენკ სინატრა.

  • თანამშრომლობა

     

    პატივი მქონდა ვყოფილიყავი პროფესიონალთა ლიგის ინიციატორი თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი; 1996 წელს შექმნილი, ეს მხატვრული მენეჯმენტ ასოციაცია პიონერი იყო საშემსრულებლო და სახვითი ხელოვნების სივრცეში საქართველოში. მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებს შორის როგორც უფრო მნიშვნელოვანი უნდა აღინიშნოს გიტარის და ‘ჯაზი თბილისში’ საერთაშორისო ფესტივალები და, ასევე, საერთაშორისო კონფერენცია ‘ხელოვნება და ბიზნესი’ (ხელოვნების დარგში სპონსორობისა და ქველმოქმედების შესახებ კანონპროექტი).

     

    შემოქმედებითი პროექტების მართვისას დიდი პატივი იყო ჩემთვის მეთანამშრომლა მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასა და გაერთიანებასთან; ნამდვილი პრივილეგია იყო ისეთ ბიზნეს კომპანიებთან ურთიერთობა როგორიც არის სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი, BP, ბრიტანეთის ავიახაზები, აეროფლოტი, შვეიცარიის ავიახაზები, თურქეთის ავიახაზები, დ’ადარიო, დინ მარკლი, ერნი ბოლ, მიუზიკ მენ, ფიშმან, შერტლერ, ასევე, საქველმოქმედო ფონდები როგორიცაა ჯონ ფ. კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი, სან-ფრანცისკოს ბალეტი, საერთაშორისო ფესტივალი ‘მაისი მემფისში’, ცინცინატის სიმფონიური ორკესტრი, ჰარლემის ცეკვის თეატრი, როკფელერის ფონდი, აშშ-ის ხელოვნების ნაციონალური ფონდი, ლინკოლნის ცენტრი, მსოფლიო მუსიკის ინსტიტუტი, მუსიკალური ამერიკა, ნიუ-იორკ თაიმსი, l'AFIJMA (ჯაზისა და ინოვაციური მუსიკის ფესტივალების ასოციაცია), ჰოლანდიის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდი Podiumkunsten, ჰოლანდიური ჯაზ შეხვედრები, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ხელოვნება & ბიზნესი და მრავალი სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

     

    საერთაშორისო საკონცერტო ტურების მენეჯმენტი იყო ერთერთი ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანი გამოცდილება ნაციონალური ხელოვნების მსოფლიო წარდგინების თვალსაზრისით. საერთაშორისო გასტროლების გეოგრაფია მოიცავს ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს. საუკეთესო ნაციონალური ანსამბლების დიდებული გამოსვლები აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზებს, სცენებს, მხატვრულ პროექტებს, ფესტივალებსა და უძველეს ტაძრებს როგორიცაა დევიდ გეფენ ჰოლი (ყოფილი ევერი ფიშერ ჰოლი), მსოფლიო კულტურა საზღვრებს გარეშე, საუთბენკ ცენტრი, ბი-ბი-სი, როპონგი ჰილს არენა, ოლიმპია, კონცერტგებაუ ამსტერდამი, დე დულენ როტერდამი, კონგრესბგებაუ ბრიუგე, ვენის კონცერტჰაუსი, ჰეროდეს ატიკუსი, ანტიკური ოლიმპიური სტადიონი, პ. ი. ჩაიკოვსკის სახელობის საკონცერტო დარბაზი, მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლი, მოსკოვის სააღდგომო ფესტივალი, მოსკოვის კრემლის მიძინების ტაძარი, ბიდგოშჩის ფილარმონია, ვრატისლავია კანტანს, ვროცლავის წმინდა მარია მაგდალინელის ტაძარი, კაპელა კრაკოვიენსის, კრაკოვის წმინდა მარიამის ბაზილიკა, პრაღული გაზაფხული და მრავალი სხვა...

  • კონტაქტი

     

     

    “გიტარა თავად არის მინიატურული ორკესტრი.” ― ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი